2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბოლნისში ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია ევროკავშირის გრანტისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოხდა.
პროექტის ღირებულებამ 220 000 ლარი შეადგინა. ადგილზე კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა და მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა, მოეწყო ქვაფენილი და ტროტუარები .