ბოლნისში სტიქიის პრევენციის მიზნით, ხევის მშენებლობა დაიწყო

ბოლნისში სტიქიის პრევენციის მიზნით, ხევის მშენებლობა დაიწყო. ხევის სიგრძე 430 მეტრია და ორი მხრიდან ბეტონის სამაგრებითაა აშენებული.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 830 000 ლარია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში  ხევი პირველად გაიწმინდა.