საქართველოს ეროვნული ნაკრები იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელ მატჩს დღეს გამართავს. ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს შეხვდებიან.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ნაკრებს რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილი უჭირავს, ავსტრალიას კი მე-6.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე სამი მატჩი უკვე გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს (ურუგვაი), ორში კი დამარცხდნენ (უელსი, ფიჯი). ავსტრალიის ნაკრებმა კი პირველი მატჩი უელსთან დათმო, თუმცა შემდეგ ფიჯისა და ურუგვაის მოუგო და ამჟამად 11 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე დაასახელა.