“გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა მოწმდება”-მინისტრი tv4-ის კითხვას პასუხობს

გაზგამანაწილებელ კომპანიებს ჯერ კიდევ გასულ წელს მიეცათ მკაცრი მითითებები, გაზის ყველა დამონტაჟებული მოწყობილობა შეამოწმონ.რაც შეეხება რუსთავის ბაღებს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ყველაფერი მშობლების და ბაღების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში ვიზიტის დროს tv4-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ქრონიკის” ჟურნალისტმა , მინისტრს კითხვა, რუსთავის ბაღებში კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ დაწყებული შემოწმების და გაზმომარაგების რეგულაციების შესახებ დაუსვა.

მისივე ინფორმაციით, გაზის რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხი სამ ნაწილად იყოფა, მოწყობილობების შემოწმება კი პირველია.

„პირველი რაც უკვე გაკეთებულია, ჯერ კიდევ შარშან გაზგამანაწილებელ კომპანიებს მიეცათ მკაცრი მითითებები ჩვენგან და მარეგულირებლის მხრიდან, განახორციელონ გეგმაზომიერად გადამოწმება გაზის ყველა მოწყობილობის, რაც კი არის დამონტაჟებული. სწორედ ამის მოწმეები ვართ, ეს პროცესი მიმდინარეობს. მეორე ნაწილი არის კანონმდებლობის გამკაცრება, შესაბამისი პაკეტი მომზადებულია და მთავრობის მიერ უკვე განიხილება. თუ სახლი ჩაკეტილია ან სახლის მეპატრონე თავისი მოსაზრებებით არ უშვებს შემოწმებას, აქ მკაცრდება პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა იქნება, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლებრივი“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, მესამე საკითხი გაზის დეტექტორებს ეხება, რაზეც უახლოეს დღეებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება გაზის დეტექტორების სავალდებულობას, სემეკ-ი იღებს ამაზე ამ დღეებში გადაწყვეტილებას, რაც ფინანსურად, პირველი სამი წელი არ დააწვება მოსახლეობას, არ იქნება მაღალი გადასახადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.