გარდაბნის N1 საჯარო სკოლის ხუთი საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგი გააცილეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ლევან დევდარიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის ხუთი ღვაწლმოსილი პედაგოგისთვის , რომელთაც საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობა დაასრულეს ღონისძიება მოეწყო.

სპეციალურად გამართულ საღამოს გარდაბნის თვითმმართველობის პირველი პირები, მოსწავლეები და მშობლები დაესწრნენ.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადეს.

 შეგახსენებთ , რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლები,რომლებმაც სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ფულად ჯილდო ორი წლის სახელფასო ანაზღაურება გადაეცემათ.