გარდაბანში მასწავლებელი საჯარო ბულინგის მსხვერპლი გახდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი საჯარო ბულინგის მსხვერპლი გახდა. სოფლის მცხოვრებლებმა მასწავლებელი, სოფლის ცენტრში იმ განცხადების თაობაზე დაიბარეს,რომელშიც პედაგოგი ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებდა.

თანასოფლელებმა პედაგოგს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და საჯარო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ამის ამსახველი ვიდეო-მასალა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაიღო.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,გეოგრაფიის პედაგოგმა, გარდაბანში ახალგაზრდა გოგოს გატაცება გააპროტესტა. არსებული ინფორმაციით, გოგო სკოლადამთავრებული იყო,თუმცა სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედაგოგი ამ დროისთვის გარდაბნის პოლიციაში იმყოფება და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც tv4-ს უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო,რაც იძულებას გულისხმობს.