გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბაქოს ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდმა „საქართველოს კარიტასი“ პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გახსნა.
დღეიდან მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, საჭირო სამედიცინო მომსახურება რაიონიდან გაუსვლელად მიიღონ.
დაწესებულება „კეთილი სამარიტელის“ სახელს ატარებს. ცენტრი ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახსრებით აშენდა.
სამედიცინო დახმარების პუნქტის გახსნას ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბენტაკური, ფონდ კარიტასის დირექტორი ანაჰით მხოიანი, ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, გარდაბნის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.