გარდაბნის მუნიციპალიტეტში ,,გარდაბნობა 2019’’აღინიშნება.სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძებები თბილ-სრესისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.
ღონისძიებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
„გარდაბნობა 2019“-ის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება.ღონისძიებაში მონაწილეობას ანიმატორები და მსახიობები ,,ოჩოფეხებით’’ იღებენ, რომლებიც ბავშვების გამხიარულებაზე ზრუნავენ. სპეციალურად დამონტაჟებულ 2 სცენაზე საზეიმო ღონისძიებებში საკონცერტო ნომრებით მონაწილეობას იღებენ , როგორც ადგილობრივი ანსამბლები და შემსრულებლები, ასევე მოწვეული შოუ-ბიზნესის ცნობილი მომღერლები (სოფო ბედია, ნინი ბადურაშვილი, აჩიკო ბერიძე, ბექა ჩხაიძე) და ცნობადი ჯგუფი (,,გუფი ლენდი’’).
ღონისძიება დატვირთულია საგამოფენო სივრცეებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის ა.(ა)ი.პ-ები ადგილობრივი მხატვრები, ხელოვანები და ხალხური რეწვის ოსტატები, წარმოადგენენ.