თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეუღლის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მას დაზიანება სახის არეში ჰქონდა . ის ერთი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა თელავში 23 სექტემბერს მოხდა. მამაკაცმა სანადირო თოფით მეუღლე, ნონა ლაზარიაშვილი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.