გარეულ ცხოველთა რეგულირების ნაწილში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები გაიზრდება

  ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. გარეულ ცხოველთა რეგულირების ნაწილში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები გაიზრდება-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა  განაცხადა.

 მისი ინფორმაციით, სოფლად გარეული ცხოველების თავდასხმების შემთხვევები , როგორც ცხოველებსა და ფრინველებზე, ასევე ადამიანებზეც ხშირია, შესაბამისად  კანონში ცვლილების თანახმად, დროული რეაგირებისთვის გაიზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება.

ცვლილებების მიხედვით, გარკვეული ცხოველის გარემოდან ამოღება  და განადგურება მუნიციპალიტეტის პრეროგატივა იქნება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით,დღეს მოქმედი რეგულაციით, მუნიციპალიტეტს მთავრობისთვის მიმართვა უწევს, რაც დროში გაწელილი პროცედურაა. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდის შემთხვევაში კი თავდასხმის შემთხვევების დროული პრევენცია მოხდება.

 როგორც პირველ მოსმენაზე გახდა ცნობილი, შეიქმნება ასევე დადგენილება ,რომელშიც წესები და რეგულაციები დეტალურად გაიწელება.