გერმანელების მომღერალთა ჯგუფი ბოლნისში-მეუფე ეფრემმა სტუმრებს ელიას მთაზე უმასპინძლა

ბოლნისში გერმანელების მომღერალთა ჯგუფი ჩამოვიდა.მათ ბოლნისის სიონი და ელიას მთა მოინახულეს. ბოლნისის ეპარქიის მეუფე ეფრემმა სტუმრებს ელიას მთაზე უმასპინძლა და ამ ორი ქვეყანას შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამოსახატად გერმანელებმა და ქართველებმა საგალობლები შეასრულეს. მეუფე ეფრემმა აღნიშნა, რომ ბოლნისსა და გერმანიას შორის არსებობს მრავალწლიანი კავშირი, რადგან მათი წინაპრები სწორედ აქ ცხოვრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელი გასულ წელს​ ბოლნისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა და იმის გამო, რომ მოხიბლული დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის მასპინძლობით, წელს საკუთარი ჯგუფი ჩამოიყვანა

ასეთი დღესასწაულები ხელს უწყობს არა მარტო კულტურული კავშირების განმტკიცებას, არამედ ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.