გიორგი გეთაშვილის მეუღლე-საქმეში შსს-ს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ფიგურირებს

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გეთაშვილის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს. გიორგი გეთაშვილის ოჯახის ინფორმაციით, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენიანი თანამშრომელი მონაწილეობს, რომელმაც გამოძიების მსვლელობას ხელი შეუშალა.

ოჯახის ინფორმაციით, როგორც დავით მუმლაძე, ასევე გიორგი გეთაშვილი პოლიციელების მხრიდან შანტაჟისა და ზეწოლის გზით გაიტაცეს.

“გიორგი შეხვდა თავის მეგობარს, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ . გიორგიმ მას დახმარება და რჩევა ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. მან მიიღო პასუხი, რომ გაჩერებულიყო და ის მოაგვარებდა ყველაფერს. საბოლოო ჯამში, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ გიორგი როცა დააკავეს თბილისში და გადაიყვანეს რუსთავში იქ დახვდა ეს პიროვნება, რუსთავის მთავარ სამმართველოში. გიორგის დაემუქრნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა მასაც მოკლავდნენ,” – აცხადებს გეთაშვილის მეუღლე,ლელა გეთაშვილი.