ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ქობულიას თქმით, გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებს. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, ვისთან გადის ყოფილი მინისტრი კონსულტაციებს.
,, ვცდილობ, შევიკრიბოთ გუნდი, მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის კარგია დასავლური ბლოკი და დასავლური ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური და დაბალანსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან,” – აცხადებს ყოფილი მინისტრი.