რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. დაცვის მხარისთვის მიუღებელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. უფლებადამცველების განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული – მათ შორისაა, პოლიციის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები და მოკლულის მეგობარი.