დაზიანება წყალსადენის ქსელზე- მე-15 მიკრორაიონის შიდა ეზოები დაიტბორა

მე-15 მიკრორაიონში წყალსადენის ქსელზე დაზიანების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაიტბორა.   გუშინ გვიან ღამით ,დაზიანების გამო, რამდენიმე ეზო დაიტბორა. ადგილზე კომპანია “რუსთავის წყლის” ავარიული ჯგუფი მუშაობდა. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომპანიის ინფორმაციით,მე-15 მ/რ-ის N-5-თან დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 13/10- ის 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
მე-15 მკ/რ-ის   N-5, 10, 11, 12, და 13.

როგორ tv4-ს კომპანიაში განუცხადეს ,წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება .