დინამო-საბურთალოს მატჩის დაწყების წინ სტადიონზე ყანჩელის “ყვითელ ფოთლები” ჩართეს

დინამო-საბურთალოს საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და სტადიონზე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები- ყვითელი ფოთლები ჩართეს.
ლეგენდარული კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას ეკუთვნის არაერთი აღიარებული მუსიკა, რომელიც კინოსთვის და თეატრისთვის შექმნა.გია ყანჩელს ასევე, დაწერილი აქვს ორკესტრული, კამერული, საგუნდო და საოპერო ნამუშევრები.

კომპოზიტორს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება. დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.