ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. კომპანია განცხადებას ავრცელებს:

“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ლეონიძის, ლესელიძის ქუჩებზე, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, ხოლო 13:00-დან 13:30 საათამდე – ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის, თბილისის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-11 მიკრორაიონებში.
09:30-დან 20:00 საათამდე – სოფლებში ყარაჯალარი, აქთაკლია, კარათაკლია, გაჩიანი. 10:00-დან 14:00 საათამდე – სართიჭალაში. 10:00-დან 12:00 საათამდე – სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.
მაღალი ძაბვის ქვესადგურ ,,პატარა რუსთავში“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს, 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება მარჯვენა სანაპიროს ნაწილს ქ. რუსთავში. ძაბვა დროებით შეეზღუდება მეგობრობის გამზირის ნაწილს, შევჩენკოს, გურამიშვილის, მარჯანიშვილის, ვაჟა-შფაველას და მიმდებარე ქუჩებს. ასევე მარცხენა სანაპიროს ნაწილს – მშენებელთა, წერეთელის, წმინდა ნინოს და ფიროსმანის ქუჩებს, ასევე ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა სავადმყოფოს, სამშობიაროს და საპატრულო პოლიციას. სასიცოხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დამატებით წერილობით ეცნობათ დაგეგმილი გამორთვის შესახებ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.”