ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის მოქალაქეები სცემეს

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები სცემეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ავრცელებს.

“გამთენიისას ჩემი ამერიკელი მეგობრების ოჯახი რესტორან სულთანის დაცვამ სცემა მხოლოდ იმიტომ რომ 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს და ბარათით არ გადაიხადო წადი მოხსენიო. რა თქმა უნდა ჩეკიც გაბერილი იყო”, – წერს ჟურნალისტი

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ . უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა “ბ” და “გ” პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს .