ვითარება რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების გაჩერებაზე- რა ხდება პიკის საათებში?!

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელზეც ჩანს ,თუ რა ხდება რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების გაჩერებაზე თბილისში. კერძოდ , რამდენიმე წუთის წინ ჯგუფში “რუსთავის ტრანსპორტი” მოქალაქემ ფოტო გაავრცელა, რომელზეც ჩანს რომ  მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა,  დედაქალაქიდან რუსთავში მომავალ მიკროავტობუსს ელოდება.

tv4 საკითხთან დაკავშირებით, კომპანია ,,ინტერნტრანსს” დაუკავშირდა. როგორც კომპანიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ვითარება ამ დროისთვის გამოსწორებულია და პრობლემა თბილისში არსებული გადატვირთული მოძრაობის გამო, ე.წ პიკის საათებში შეიქმნა.