ვინ დაუკვეთა დავით მუმლაძის მკვლელობა-საქმის ახალი დეტალები

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით,დანაშაულში,რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრების გარდა, მოქმედი პოლიციელები ფიგურირებენ, კიდევ ერთი ბიზნესმენის კავშირიც იკვეთება.

უფლებადამცველის განცხადებით, თავდაპირველი ვერსია, რომლის მიხედვითაც, დავით მუმლაძე ესპანეთში მყოფი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დაკვეთის შედეგად მოკლეს, სიმართლეს  არ შეესაბამება.

მისივე თქმით, დავით მუმლაძის მკვლელობა ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა შეუკეთა,რომელსაც გარდაცვლილთან კონფლიქტი ჰქონდა. ადვოკატი ამბობს,რომ ბიზნესმენს  რუსთავთან შეხება არ აქვს.

გარდა ამისა, გამოძიების მტკიცებით, სწორედ გეთაშვილი იყო პირი, რომელმაც დავით მუმლაძე მოტყუებით სახლიდან გამოიყვანა.