ზუგდიდში ძმის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ზუგდიდში ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი წურწუმია ციხეში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, წურწუმია ქუთაისის ციხეში იმყოფებოდა.

წურწუმია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 28 სექტემბერს ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მან დანაშაული აღიარა.