თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.