თეთრიწყაროში მამამ 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 მაისს, მსკავრდებულმა მის 16 წელს მიუღწეველ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

“სამართალდამცველებმა ს.ფ. 2019 წლის 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11″ 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – აღნიშნულია განცხადებაში.