თურქეთის არმიის მიერ სირიაში დაწყებული ოპერაციის შედეგად, უკვე 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 100 ათასამდე ადამიანი კი ლტოლვილად იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც თურქეთის არმია ქურთების დაჯგუფებებს უტევს, მძიმე ბრძოლები ქალაქ რა-ელ-აინთან მიმდინარეობს. თურქული მხარის მტკიცებით, მათ ქალაქი აიღეს, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქურთების სირიის დემოკრატიული ძალები.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო.