თურქმა სამხედროებმა სირიაში ქურთი პოლიტიკოსი „სირიის მომავლის პარტიი-ს გენერალური მდივანი მოკლეს.ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჰერვინ ხალეფი თავის მძღოლთან ერთად გადმოათრიეს მანქანიდან და ადგილზე დაცხრილეს.
მისი პოლიტიკური მოძრაობა გასულ წელს მას შემდეგ დაარსდა , რაც ჩრდილოეთი სირია ISIS-ის ტერორისტებისგან გათავისუფლდა. პარტიის მიზანი იყო არაბი წარმოშობის მოქალაქეებისა და ქურთების გაერთიანება.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო უწყება აცხადებს, რომ პოლიტიკოსის კოლონას ჩაუსაფრდნენ თურქი მებრძოლები , რა დროსაც ტყვიამფრქვევით დაცხრილეს მისი ავტომობილი, მძღოლი ადგილზე მოკლეს, ხოლო 35 წლის ქალი მანქანიდან გადმოიყვანეს , აწამეს და შემდეგ მოკლეს.









