იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 90 დაშავდა და 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
იაპონიის სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადიდებულმა მდინარეებმა დაფარეს ხიდები. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და შენობები.
შტორმმა დაახლოებით 390 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. არ მუშაობს ტოკიოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადადებულია ფრენები. ევაკუირებულია მილიონობით ადამიანი.
შეგახსენებთ, იაპონია ტაიფუნ „ჰაგიბისს“ ებრძვის. სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით ბოლო 60 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერ წვიმებს ვარაუდობენ.