,,იმისთვის,რომ სხვა “მაჩალიკაშვილის საქმე” აღარ იყოს- მაჩალიკაშვილი რუსთავში ხელმოწერებს აგროვებს

 რუსთავში მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

მაჩალიკაშვილის თქმით, ბათუმის, ზუგდიდისა და ქუთაისის შემდეგ ხელმოწერებს რუსთავში აგროვებენ და ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება. 

,, მმართველ გუნდში არ არსებობს ნება ,რომ  ჩემს შვილთან დაკავშირებით, საქმე გამოძიებული იყოს. ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი ამ გამოძიების მიმართ, ამიტომ ჩვენ, ხალხმა, უნდა ვაკეთოთ იმათი გასაკეთებელი. უნდა ვაიძულოთ და ვაჩვენოთ, რომ ხალხსაც უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე დღეს რომ ვიბრძვი თემირლანს ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავსაჯოთ დამნაშავეები, რათა ხვალ სხვა მაჩალიკაშვილის საქმე არ განმეორდეს ამ ქვეყანაში”, – განაცხადა “ტვ4-თან” მალხაზ მაჩალიკაშვილმა.