ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში გორგასლის ქუჩაზე 110 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, ქუჩაზე მოეწყო ქვაფენილი და ტროტუარები.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. გორგასლის ქუჩის გზის საფარის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “რეგომ” უზრუნველყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გზის სარემონტო სამუშაოებზე 185 000 ლარი იყო გამოყოფილი