იტალიის პოლიციამ ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავა.პოლიციის ინფორმაციით, მათ სახლებიდან 133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული არიან 1997 წელს დაბადებული ი.მ. და 1995 წელს დაბადებული თ.დ.
გამოძიების ცნობით, მათ ტრიესტეში რამდენიმე ბინა გაქურდეს და ძვირად ღირებული ნივთები წაიღეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება პოლიციამ რომის აეროპორტში შეძლო, როდესაც ის ქვეყანას ტოვებდა. მეორე კი რომის გარეუბანში აიყვანეს. ქურდობაში ბრალდებული მესამე პირი იძებნება.