კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

კალიფორნიაში, ქალაქ ლოს ანჯელესის მახლობლად ხანძრის ორი მსხვილი კერაა. აქედან ერთ-ერთი ქალაქიდან 70 კილომეტრშია და სამი ათასი ჰექტრის ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლმა 100-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ხანძრის გამო სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ დაიხურა სკოლები და დაიკეტა ავტომაგისტრალები. ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, დასახლება სილმარში ცეცხლმოკიდებულ რანჩოდან მაშველებმა 40 ცხენი გადაარჩინეს.