კოსტავას გამზირის N21 -ის მიმდებარედ მინი სპორტული სტადიონი მოეწყო. ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობა სტადიონის მოწყობას ითხოვდა.
როგორც მერიის შესაბამის სამსახურში tv4-ს განუცხადეს,2019 წელს ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება სპორტული სტადიონების რეაბილტიაცია-მოწყობაა,რაზეც ტერიტორიების შერჩევა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხდება.
სამუშაოები ,პარალელურ რეჟიმში, ქალაქის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს.