გარდაცვლილი მამაკაცის ,რომლის ცხედარიც მტკვარმა გამორიყა,მეგობარი 17 საათია გამოკითხვაზე იმყოფება.
tv4-თან კომენტარი გააკეთა გამოკითხვაზე მყოფი პირის მეუღლემ,რომელმაც განმარტა ,რომ მისი ქმარი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით დაიბარეს. ბოლო ზარი გარდაცვლილს სწორედ მასთან ჰქონდა განხორციელებული.
“1 ოქტომბერს ჩემს მეუღლეს დაურეკა და სთხოვა მიმიყვანე კონკრეტულ მისამართზეო.ჩემი მანქანით წაიყვანა და დატოვა გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში.”-აცხადებს გარდაცვლილის მეგობრის მეუღლე
მისივე ინფირმაციით,მისი ქმარი გამოკითხვაზე უკვე 17 საათია იმყიფება და ადვოკატს მასთან შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
შეგახსენებთ, გუშინ მამაკაცის ცხედარი მტკვარმა ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკაშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახსნის მამაკაცია. გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ქვემო ქართლის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.