მამის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მამის განზრახ მკვლელობისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოზე  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 23 იანვარს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ბ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს, ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილში. მამაკაცი თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად ,შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.