მენინგოკოქცემიის შემთხვევა ბათუმში-დაავადდა 1 წლის ბავშვი

მენინგოკოქცემიის მორიგი შემთხვევა ბათუმში. 1 წლის ბავშვი ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც გაირკვა დაავადების ამ ფორმის მართვა აჭარაში შეუძლებელია.

„მაშინ როცა  წუთებია გადამწყვეტი, ქალაქს რატომ არ უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე უმკურნალებენ პაციენტებს“ – წერს მოქალაქე და მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

საუბარია დაავადების იმ ფორმაზე, რომელიც რეგიონში ყოველწლიურად ფიქსირდება და შესაძლოა დაგვიანების შემთხვევაში სამწუხაროდ ლეტალურადაც სრულდება. შესაბამისად დროული რეაგირება ყველაზე მნიშვნელოვანია.