მეუფე პეტრეს განცხადებით, წმინდა სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან, წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.