მე-20 მიკრორაიონის 9 ნომერში სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამაშველო სამსახური სადარბაზოში ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო გამოიძახა.
ადგილობრივები “ტვ4-თან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ დღეს დილიდან სადარბაზოში მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შესაბამის სამსახურებს მიმართეს. გამოძახების ადგილზე “სოკარ ჯორჯია გაზის” ავარიული ჯგუფი მივიდა და არსებული მდგომარეობა შეამოწმა. სამაშველო ბრიგადის ცნობით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დაფიქსირდა.