მე-4 საჯარო სკოლაში პენსიაზე გასული პედაგოგები გააცილეს

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში დამსახურებული პენსიაზე გასული რუსთაველი პედაგოგები გააცილეს. ქალაქის საჯარო სკოლებიდან წელს დამსახურებულ პენსიაზე 88 პედაგოგი გავიდა.

პედაგოგების გაცილება რუსთავის მერიის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პედაგოგებს სიგელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.