მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს – კახა კახიშვილი კი პრემიერის მრჩეველი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. კახა კახიშვილი კი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.