მიხეილ სააკაშვილს მისი გატაცებისა და უკრაინიდან გაძევების საქმეზე საჩივარი შეაქვს

ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მისი გატაცებისა და უკრაინიდან უკანონოდ გაძევების საკითხზე საჩივარი შეაქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირადგ გვერდზე დაწერა.

„დღეს შემაქვს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი ჩემი გატაცებისა და უკრაინიდან უკანონოდ გაძევების საქმეზე, რომელიც განხორციელდა პირადად, პოროშენკოს ბრძანებითა და მისი დაცვის წევრების, ასევე კონონენკოს კერძო დაცვის მიერ, რომლებიც გადაცმულები იყვნენ მესაზღვრეების ფორმებში. მხოლოდ ეს არის საკმარისი მრავალწლიანი განაჩენისთვის“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.