სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობამ “გავიგუდეთ ” ჰაერის გამზომი აპარატურა შეიძინა. მოძრაობის ინფორმაციით, მოწყობილობა დავით გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზეა დამონტაჟებული და ის ჰაერში მტვრის ნაწილაკებს ზომავს. მოწყობილობა მოძრაობამ გუშინ დაამონტაჟა და სამომავლოდ, მისი განთავსება სხვა ლოკაციაზეც იგეგმება.
როგორც “გავიგუდეთ” წევრმა tv4-ს განუცხადა,სამომავლოდ მსგავსი მექანიზმების შემუშავების მიზნით,მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან.