მშობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ-შემთხვევა ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მოხდა.
ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთას ითხოვდნენ.
როგორც ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს საქმიანობის უფლება უკვე შეუჩერდა.
კლინიკის ხელმძღვანელი კახა ხელაძე ექიმის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს.
„ტრაგიკული ფაქტი მოხდა. შიდა მოკვლევის გარდა, საქმეში სამინისტროს რეგულირების სამსახურიც არის ჩართული. გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შეცდომა დაშვებული იყო. კლინიკამ ექიმს საქმიანობა შეუჩერა. რა იყო მიზეზი და რა მოხდა, მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა კახა ხელაძემ.