მშრალი ხიდის რეაბილიტაციისას მე-19, მე-20 საუკუნეების არტეფაქტები აღმოაჩინეს

მშრალი ხიდის რეაბილიტაციის დროს მშენებლებმა ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს. ქართული და სომხური საფლავის ქვები მე-19, მე-20 საუკუნებით თარიღდება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ აღმოჩენილ მასალაზე სპეციალისტები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. იმ შემთხვევაში თუ საფლავის ქვები კულტურული ღირებულების მატარებელი აღმოჩნდება, ის ავლაბრის პანთეონს ან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაეცემა.