მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. 50 წლის კაცი გარყვნილ ქმედებას ნათესავის 5 წლის ბავშვთან ახდენდა და აიძულებდა მას შეხებოდა.

ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო, შესაბამისად ფაქტი გახმაურდა და მამაკაცი დააკავეს. დედა მცირეწლოვანი შვილებთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.

ახლობლების ინფორმაციით, მომხდარის გამო ბავშვმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მეზობლების თქმით, დაკავებული ზ.კ. ადრეც იყო ნასამართლევი. მას ბავშვის დედასთან კამათი მოუვიდა და მომხდარი სწორედ ამ მუქარას უკავშირდება.

მომხდარზე საუბარი არ სურთ დაკავებულის ახლობლებს, მათ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.