მცირეწლოვანი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, კონსტიტუციის ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის სამუშაო ჯგუფმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში აცხადებენ რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.