“ორივე მხარეს საქართველოა”-TV4-ის ფილმის პრემიერა შედგა

,,ორივე მხარეს საქართველოა”- ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. 

რეჟისორ თათია ნანობაშვილისა და tv4-ის შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერამ ქალაქში სრული ანშლაგით ჩაიარა. 

მაყურებელმა საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნაცნობი და უცნობი ისტორიები მოისმინა. პრემიერაზე ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები,ქალაქის ხელმძღვანელი პირები  და სხვა მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ. 

tv4-ის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის ადამიანი, რომლის სახელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება, თუნდაც ჩვენს ქალაქში. 

ფილმზე მუშაობა შემოქმედებითმა ჯგუფმა დაახლოებით 5 თვის წინ დაიწყო. ისინი შეხვდნენ ჟიული შარტავას ბავშვობის მეგობრებს, მის თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს, რომლებმაც მეტად საინტერესო და იმავდროეულად მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენეს.