დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს დაამტკიცებენ.ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე განიხილეს და დღეს კენჭს უყრიან.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და 13 313.1 მლნ ლარს მიაღწევს.
იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი.