პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი გზაზე გადადიოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი წესების დარღვევით არ მოძრაობდა.
პირველადი დათვალიერებით დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია