,,პერსპექტივაში საწარმო ბიოფილტრებსაც დაამატებს”-ირაკლი ტაბაღუა აქციის მონაწილეებს შეხვდა

რუსთავის მერმა აქციის მონაწილეები მიიღო. ამ წუთებში რუსთავის მერიის დარბაზში შეხვედრა ქალაქის მერსა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარეობს.

ირაკლი ტაბაღუამ, აქციის მონაწილეების მოთხოვნა, კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დააკმაყოფილა და “ევროპული საქართველოს” წევრებსა და მოქალაქეებს შეხვდა.

როგორც ტაბაღუამ განმარტა, საწარმოს დაჯარიმება მერიის კომპეტენციაში არ შედის და ეს შესაბამის სამსახურებს ევალება. რაც შეეხება საწარმოში არსებულ დარღვევებს, ქალაქის მერმა აქტივისტებს ინფორმაცია მიაწოდა, ,რომ შესაბამისი სამსახურების მხრიდან დარღვევები არაოფიციალურად დაფიქსირდა,თუმცა ჯერ-ჯერობით საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, ის პირადად გაეცნო საწარმოს მუშაობას ,კერძოდ დაესწრო კომპოსტირების პროცესს, რაც სავარაუდოდ, ქალაქში უსიამოვნო სუნის მიზეზია, თუმცა მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სუნის გავრცელების არეალი დადასტურებული არ არის.

ტაბაღუას ინფორმაციით, საწარმოსთან  მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა,რომ იმ შემთხვევაში,თუ შედეგი არ დადგება, კომპოსტირების პროცესში ნიადაგის გაკეთილშობილება მოხდება,რაც უსიამოვნო სუნის პრევენციას მოახდენს. მერის თქმით,მოლაპარაკებების შედეგად ასევე, გადაწყდა ,რომ  პერსპექტივაში საწარმო ბიოფილტრებსაც დაამატებს.