პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლის გატაცება სცადეს

პირველი კლასიკური გიმნაზიიდან გასულ ოთხშაბათს პირველკლასელი მოსწავლის გატაცება, შუახნის კაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა. სავარაუდო გამტაცებელმა ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად იყო, ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული. თუმცა მომხდარ ფაქტს ადასტურებენ მშობლები და პედაგოგები.