პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი

სამართალდამცველებმა პეკინის ქუჩაზე მამაკაცი დააკავეს, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი.

შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.

მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს

შსს-ს ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ფაქტი ღამით მოხდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.